ავტოსერვისის მართვის პროგრამა

მთელი სერვისის დღე ერთ ეკრანზე: ჯავშნები, მანქანები, სამუშაო და ფული.

Junto ცვლის რვეულს და ზარებს. კლიენტი SMS-ით იგებს ყველაფერს, ხელოსანი ტელეფონში ხედავს თავის სამუშაოს, თქვენ კი ხედავთ, ვინ რამდენი გმართებთ.

14 დღე უფასოდბარათი არ არის საჭირომუშაობს კომპიუტერზე და ტელეფონზე

ის, რასაც ყოველდღე აკეთებთ, ოღონდ უფრო მარტივად

ოთხი რამ, რაზეც სერვისის მეპატრონე დღეში ყველაზე მეტ დროს ხარჯავს.

ჯავშნები და კალენდარი

ჯავშანი ტელეფონზე საუბრისას, 20 წამში

ხედავთ ყველა ბოქსს და თავისუფალ დროს. სისტემა არ მოგცემთ ერთ ბოქსში ორი მანქანის ჩაწერის საშუალებას და თვითონ გთავაზობთ სხვა დროს.

დღე ბოქსების მიხედვით, ყველა ფილიალისთვისკლიენტს და მანქანას ნომრის სამი ციფრით პოულობთდადასტურება SMS-ით, გადატანისა და გაუქმების ჩათვლით
შეკვეთები და სახელოსნოს დაფა

ყოველთვის იცით, რომელი მანქანა სად დგას

ყველა მანქანა თავის ბოქსში და სტატუსში. ხელოსანი ტელეფონით ნიშნავს დასრულებულ სამუშაოს, რეცეფცია კი მაშინვე ხედავს.

მიღება ფოტოებით, დაზიანების სქემით და ხელმოწერითხელოსანი ხედავს სამუშაოს, ფასებს კი არადაფა კედლის ეკრანისთვის: დრო, შეფასება, დაგვიანება
ინვოისები და გადახდები

ვინ რამდენი გმართებთ, ერთი შეხედვით

ინვოისი შეკვეთიდან ერთი ღილაკით იქმნება და A4-ზე იბეჭდება. ნაწილობრივი გადახდა და ვალი თავისით ითვლება.

ნაღდი, ბარათი და გადარიცხვაგადაუხდელი მანქანა ვალის დაფიქსირების გარეშე ვერ გავადღის შემოსავალი და დავალიანება მთავარ გვერდზე
SMS და ონლაინ დასტური

კლიენტი თანხმობას ტელეფონიდან იძლევა

ხელოსანმა დამატებითი პრობლემა იპოვა? კლიენტი იღებს ბმულს ფოტოთი და ფასით და ერთი შეხებით ადასტურებს. აღარ გჭირდებათ ზარი და ლოდინი.

ხელოსნის დაბლოკილი სამუშაო თავისით იხსნება„მანქანა მზადაა“ SMS ავტომატურად, თანხითკლიენტი მანქანის სტატუსს ბმულით ადევნებს თვალს

ერთი ვიზიტი, ზარიდან გადახდამდე

ყველა ნაბიჯი ერთხელ იწერება, იმ ადამიანის მიერ, ვინც ის გააკეთა.

  1. 01ჯავშანიკლიენტი რეკავს. რეცეფცია ირჩევს მანქანას, სერვისს და თავისუფალ დროს.
  2. 02მიღებაგარბენი, ფოტოები, დაზიანებები, საჩივარი და კლიენტის ხელმოწერა ტელეფონზე.
  3. 03სამუშაოხელოსანი რთავს ტაიმერს. დაფაზე ჩანს, რომელ ბოქსში რა ხდება.
  4. 04დასტურინაპოვნი პრობლემა ფოტოთი მიდის კლიენტთან. ის ტელეფონიდან პასუხობს.
  5. 05გადახდაინვოისი, გადახდა და მანქანის ჩაბარება. ისტორია რჩება მანქანის გვერდზე.

ყველა თავის საქმეს ხედავს

მმფლობელიდღის შემოსავალი, დავალიანება და ის, რაც ყურადღებას ითხოვს, ტელეფონშიც. თვითღირებულებას მხოლოდ თქვენ და მენეჯერი ხედავთ.
რრეცეფციაჯავშნები, მიღება, შეკვეთები და გადახდები ერთ ადგილას. მანქანას ნომრის სამი ციფრით პოულობთ.
ხხელოსანიტელეფონზე მხოლოდ საკუთარი სამუშაო: ტაიმერი, სია, ფოტო და „ვიპოვე სხვა პრობლემა“. ფასებს ვერ ხედავს.

ფასი თვეში, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე

ყველა გეგმა 14 დღე უფასოა. SMS ფასდება ცალკე, 0.04 ₾ თითოზე. წლიური გადახდისას 2 თვე საჩუქრად.

სტარტიმცირე სერვისი, ერთი ფილიალი
79 ₾ / თვე
1 ფილიალი3 ბოქსამდე5 თანამშრომლამდე
დაიწყეთ უფასოდ
პრორეკომენდებულიდიდი სერვისი, ყველა ფუნქცია
149 ₾ / თვე
1 ფილიალიბოქსები შეზღუდვის გარეშეთანამშრომლები შეზღუდვის გარეშე
დაიწყეთ უფასოდ
ქსელირამდენიმე ფილიალი
299 ₾ / თვე
2 ფილიალიყოველი შემდეგი +99 ₾ერთიანი კლიენტების ბაზა
დაიწყეთ უფასოდ

სცადეთ Junto თქვენს სერვისში 14 დღე უფასოდ

რეგისტრაციას ერთი წუთი სჭირდება. სერვისები, ბოქსები და სამუშაო საათები უკვე შევსებული დაგხვდებათ.

დაიწყეთ უფასოდ